Wednesday, May 29, 2019


                სსიპ  ივ. ჯავახიშვილის  სახელობის   ფოთის  #3საჯარო  სკოლის  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებლის  იამზე  თედორაძის  კლუბური  მუშაობის  კონცეფცია
               ,,ლიტერატურის   მოყვარულთა’’  კლუბი
                                     კონცეფცია
 მ ი ს ი ა:   ხელი  შეუწყოს  მოსწავლეთა  წიგნიერების  დონის  ამაღლებას,   თანამედროვე   გამოწვევებისთვის  საჭირო  ცოდნისა  და  უნარების   განვითარებას ტექსტის  კითხვისა  და   კრიტიკული  ანალიზის  გზით

მ ი ზ ა ნ ი:  საკუთარი  შესაძლებლობებისა  და  ინტერესების  უწყვეტი განვითარება  მთელი  ცხოვრების  განმავლობაში  და  მათი  მაქსიმალური  რეალიზება  როგორც  ქვეყნის  შიგნით,  ისე  მის  საზღვრებს  გარეთაც.  სასკოლო  აქტივობებში ჩართვა  და  სასკოლო  ცხოვრების  გამრავალფეროვნება.
 ა მ ო ც ა ნ ე ბ ი: კრიტიკული აზროვნების,არგუმენტაციის,  სემიოტიკური,თანამშრომლობითი, გუნდური  მუშაობის, კომუნიკაციის  უნარების  განვითარება; დროის  მართვა  და ორგანიზება.
შ ე დ ე გ ე ბ ი: აკადემირი  მოსწრების  გაუმჯობესება, პასუხისმგებლობის  ხარისხის  გაზრდა, თვითრეალიზაცია, პრეზენტაციის,  კრიტიკული აზროვნების,  მეტაკოგნიტური  უნარების  განვითარება,სოციალიზაცია.
 ს ა მ ი ზ ნ ე     ჯ გ უ ფ ი:14 –18  ლის
 რაოდენობა(მინიმალური-მაქსიმალური):8--20


         2018 -   2019    სასწავლო  წლის  ლიტერატურის  მოყვარულთა   კლუბის
                                        ,, ნ                      ‘’
                                       სამოქმედო       გეგმა
1
კლუბის  წევრებთან  შეხვედრა. ახალი სასწავლო  წლის  დაწყების  მილოცვა. კლუბის  წევრების რაოდენობის   დადგენა. საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება.
24 ,. 09 2018
მოსწავლეთა  დასწრება
2
განვლილი სასწავლო  წლის  კლუბური  მუშაობის  შეფასება,  სამომავლო  გეგმების დასახვა,  ქცევის  წასების  გახსენება- განახლება.
1.      10
2018

3
კლუბის    წევრებთან  ერთად  სამოქმედო  გეგმის  შემუშავება.
       8.10    2018

4
მეტყველების  კულტურასა   და  კითხვის  სტრატეგიებზე  მუშაობა.
 15.   10.       2018

5
ს-ს.ორბელიანის  იგავი  ,,კეისრის  მაგისტროსი’’--- გამომეტყველებით კითხვაზე მუშაობა.
  22 .10.    2018

6
,,მკითხველის  თეატრი’’       სამუშაო შეხვედრა. 
29.10.         2018

7
მოსწავლეების მიერ  იგავის  დასურათება  და  აუდიო  რესურსის  შექმნა.( მხატვრული  კითხვისა  და  ილუსტრაციების  მონტაჟი.)
 5  .11.       2018

8
ადამიანის(პერსონაჟის)  ხასიათის  ამოცნო  ბა     მისი  გამონათქვამების, ხმის, ინტონაციის,  სახის  გამომეტყველების  მიხედვით.   მოყვანილი  მაგალითების  მიხედვით მსჯელობა, აზრთა გაზიარება- შეფასება.
შემდეგი  შეხვედრისთვის  თემის  შერჩევა.
 12.11.       2018

9
ს- ს. ორბელიანი ,,კაცი  და  გველი“ ,,მკითხველის  თეატრი“    როლების  გადანაწილება.
19. .11.
2018 

10
გამომეტყველებით  კითხვაზე  მუშაობა.
26.11.         2018

11
ილუსტრაციების  შექმნა.  იგავის  ღირებულებებზე  მსჯელობა.
2.      .12.      2018

12
აუდიო  რესურსის  შექმნა. იგავის  ჩაწერა  და ილუსტრაციებით დამონტაჟება.
  10.12.      2018

13
,,ჩემი  საყვარელი  ფილმი/ სპექტაკლი“
17.12.2018

14
,,საყვარელი   ფრაზები  ფილმებიდან“
ფილმები  ყოველთვის  გამოირჩევა  ფრაზებით,რომლებიც  ორმაგად  სასიამოვნოდ ხდის ფილმის ყურების  პროცესს.
4.02. 2019

15
ფრენკ  კაპრა  ,,ეს  მშვენიერი  ცხოვრება“--ფილმის  ნახვა.  ჟანრი  საახალწლო/ საოჯახო/დრამა.
11.02.2019

16
ეკრანიზებული  პერსონაჟები  და  ცხოვრება  კადრს  მიღმა. 
18.02.2019

17
ქორალი  ანუ  გუნდური  კითხვა,.(კითხვის  სტრატეგიის  გაცნობა)-  განხილვა
25.11.2019

18
გუნდური  კითხვის  უპირატესობის  განსაღვრა. შემდეგი  შეხვედრისთვის  ტექსტის  შერჩევა.
4.03.2019

19
ქორალი---ნ ლორთქიფანიძის  ,,ლიტერატურული  საღამო“.
18.03.2019

20
ქორალი---ნ ლორთქიფანიძის  ,,ლიტერატურული  საღამო“.
25.03.2019

21
ნ. შატაიძის  ,,ტრეფიკინგი“  როლების  გადანაწილება.  ტექსტზე  მუშაობა.
1.04.2019

22
მკითხველის  თეატრი--- გამომეტყველებით კითხვაზე  მუშაობა.   ( დაკავშირება--მ. მაჭავარიანი  ,,საბა“)
8.04. 2019

23
,,ტრეფიკინგის ‘’   ეპიზოდებად  დაყოფა,   ტექსტზე  მუშაობა,  ილუსტრაციების  შექმნა

15.04.2019

24
ნ. შატაიძის  ,,ტრეფიკინგი’’ ილუსტრირებული აუდიო- რესურსის  შექმნა.
22.04.2019

25
გ, დოჩანაშვილი ,,მუსიკოსი’’
6.05.2019.

26 
გ. დოჩანაშვილი  იუბილარია.  მწერლის  ცხოვრებისა  და მოღვაწეობის  გაცნობა.
13.05.2019

27
,,მუსიკოსის’’ მიხედვით  ილუსტრაციების  შექმნა.
20.05.2019

28
მკითხველის  თეატრი--გამომეტყველებით  კითხვაზე   მუშაობა.
27.05.2019

29
გ. დოჩანაშვილის  ,,მუსიკოსის’’ ილუსტრირებული  აუდიო- რესურსის  შექმნა.
3.06.2019







სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის
        ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი  იამზე თედორაძე



   სამოდელო  ( პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)  გაკვეთილის  გეგმა

05.04.2019 წ.
ვაჟა- ფშაველა ,,ამოდის, ნათდება!’’
გაკვეთილის   თემა
სწავლების საფეხური, კლასი
საბაზო საფეხური:   მე-8 - დ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
28  მოსწავლე,სსსმ მოსწავლე არ არის
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის მეთოდი
თანამშრომლობითი
კლასის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა
გაკვეთილის დროითი ჩარჩო
45  წთ.
გამოსაკითხი მასალა
ვაჟა- ფშაველა ,,ამოდის- ნათდება!’’
წინარე  ცოდნა
  მოსწავლეებს  შესწავლილი აქვთ ვაჟა-ფშაველას  ბიოგრაფია, გ.ლეონიძის ,,მარიტა’’ , მ. ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“.  წაიკითხეს  გუსტავ ლე ბონის  თეორია ,,ბრბოს’’ შესახებ, ვაჟა-ფშაველას ,,ჩემი ვედრება’’,  ფრაგმენტი  იოანეს სახარებიდან.  ლადო  ალფენიძის  ,, მთვარე, რაინდი და ვარსკლავმრიცხველი“
საკითხის აქტუალობა
     ყოველ დროსა  და ეპოქაში მნიშვნელოვანი იყო პიროვნებისა და საზოგადოების  ურთიერთობა, მათი ზნეობრივი, მორალური,  სამართლებრივი პრინციპების  თანაარსებობა,  ემოციების მართვა. კოლექტიური  ემოციების  ზეგავლენით  ადამიანის გაუცნობიერებელი  ქმედება  და ბრმად  მორჩილება, განსხვავებული  აზრისა თუ შეხეულებათა წინააღმდეგ  ეგზალტირებული  ქმედება.
      ვაჟა- ფშაველა ტროპული  მეტყველებით გვიჩვენებს ცხოვრებაში  მიმდინარე მოვლენებს,  გამოხატავს ადამიანურ  მისწრაფებებსა და ოცნებებს. მწერალი მიუთითებს ადამიანებს საკუთარ ნაკლივანებებზე, მოუწოდებს მათ  მორალური  სიმტკიცისა  და სულიერი სიწმინდისაკენ.
 ვაჟას მგლების სამყაროში  შევყავართ. მგლების სამყაროსა და ,, მგლური კანონების’’  ჩვენებით  ამხელს  საზოგადოებისა    ( ბრბოდ ქცეული)    და ადამიანის ურთიერთობის   ნაკლოვანებებს,მათ ქმედებათა  მოტივაციას.  აკი თავადაც ამბობს: ,,ცხვრადვე მამყოფე ისევა,/ოღონდ ამშორდეს მგელობა,/ არ წამიხდინო,  მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა!’’
     მწერალი გვიჩვენებს ბოროტი ზრახვებით  შეკრული ,,ერთობის’’გარდაუვალ მარცხს, რადგან ბოროტებას  სუბსტანცია არა აქვს.  ‘’ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’’.
          ნაწარმოების ბოლოს რიტორიკული  შეძახილი  ,,განათდა, განათდა!’’ზოგადსაკაცობრიო  მოწოდებად  შეიძლება ჩაითვალოს. უფლისმიერი  ნათელი  გვაზიარებს  ჭეშმარიტებას.
გაკვეთილის მიზნები
1მოსწავლემ  შეძლოს მხატვრულ  ტექსტში ასახული ფაქტებისა და მოვლენების  ამოცნობა  და  მიზეზ-შედეგობრივი  კავშირის  ახსნა, სათანადო  დასკვნის  გამოტანა.
2.შეძლოს სხვადასხვა  ავტორის  მიერ  შექმნილ   ტექსტებში  მსგავსება- განსხვავების   პოვნა.
3.გამოხატოს საკუთარი  დამოკიდებილება  ტექსტში ასახული  ზნეობრივ- ეთიკური  პრობლემების  მიმართ, გაავლოს პარალელი.
4 ამოიცნოს  მხატვრული  ხერხები, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობასა და ხსნის  მათ  დანიშნულებას.
5  შეარჩევს მასალას და აჯგუფებს გეგმის  შესაბამისად.
მთავარი კითხვა
1როგორია  პიროვნებისა  და საზოგადოების  დამოკიდებულება  ნაწარმოებების  მიხედვით?
2.არის  თუ არა  პასუხისმგებელი  საზოგადოება  დაიცვას  თავისი  წევრი?
განსავითარებელი უნარები

*,სქემების, შექმნა და  გამოყენება
*ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
*მსჯელობის, ანალიზის და კრიტიკული  აზროვნების უნარების განვითარება
* თანამშრომლობის,კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება
ესგ - განსაზღვრული სტანდარტი
      ქართული ენა და  ლიტერატურა
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.V111. 1   მოსწავლეს  შეუძლია  კონკრეტულ  საკითხებზე   მსჯელობის  მოსმენადა საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა  აუდიტორიის  წინაშე.
მიმართულება:კითხვა
ქართ.V111.  5.მოსწავლეს  შეუძლია  გაიაზროს,  გააანალიზოს  და შეაფასოს  ტექსტები,  რომლებიც  შეიცავს  გარკვეულ  თვალსაზრისს  ან  მსჯელობას  კონკრეტულ  საკითხზე.
 ქართ.V111.8.მოსწავლეს  შეუძლია  მხატვრული  ხერხებისა  და  ენობრივი  მახასიათებლების  ცოდნის  გამოყენება  ტექსტების  გასაანალიზებლად.
    მიმართულება: წერა
ქართ.  V111.13.   მოსწავლეს შეუძლია  წერის  სტრატეგიების გამოყენება  ნაწერის  ეფექტური  ორგანიზებისათვის.
      
მოსალოდნელი შედეგები
   .  მოსწავლეები  შეძლებენ   ტექსტში   ასახული  ფაქტებისა  და მოვლენბის   საფუძველზე  დასკვნის  გამოტანას.
      .  სხვადასხვა  ავტორის მიერ  შექმნილ  ტექსტებში   მსგავსება- განსხვავების პოვნას.
       .პრობლემების  მიმართ   საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა  და  მოსაზრების   არგუმენტაციას.
       . მხატვრული  საშუალებების  ამოცნობასა  და მათი  დანიშნულების  განსაზღვრას.
 შეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი (  რუბრიკა თან ერთვის :1მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა;  2.პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა;
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო-  ქართული ენა  და  ლიტერატურა V111  კლასი     (ავტ.  ვ. როდონაია, ვ. არაბული,ნ. ნაკუდაშვილი,  მ. ხუციშვილი) დამატებითი  ლიტერატურული მასალა,       ,დაფა,ცარცი, რუკა, ფლიფჩარტი, ბარათები, ფურცლები, მარკერი.
გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობები,დრო)
            A      ფაზა -გამოწვევა (წინარე ცოდნის გააქტიურება)              .

საორგანიზაციო საკითხები:აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.           1 წთ.

აქტივობა  N 1
 ასოციაციური  რუკა- (  გონებრივი  იერიში)              5 წთ
     .ვინ ამბობდა  ამას?(ადამიანი)
      . სად? (წუთისოფელში)  როდის?      ?    ( ყოველ  დროსა  და  ეპოქაში)   

 რიტორიკული  კითხვებით  იწყება  მოთხრობა.

( თქვენი აზრით, რატომ იწყებს მწერალი მოთხრობას  რიტორიკული კითხვებით,  მკითხველის  დასაინტერესებლად, მხატვრული  ეფექტის  შესაქმნელად თუ  არსებითსა  და  მნიშვნელოვანზე  ყურადღების  გასამახვილებლად?   კიდევ  რომელი  ნაწარმოები  იწყება  რიტორიკული  შეკითხვით?)
   ყველა  ადმიანს  აქვს  ცხოვრების,  ყოველდღიურობის 
მიზანი.
     განსაზღვრეთ   ცნება   ,,მიზანი“ .  შეურჩიეთ  კრიტერიუმები.
                                 მ ი ზ ა ნ ი
   შედეგი, სწრაფვა, ოცნება, დრო, საშუალება , ბრძოლა, ნებისყიფა,  თვითრეალიზება, შესაძლებლობები, მოხერხებულობა, ცოდნა, გამჭრიახობა,ავი,  სასიკეთო,საკუთარი  თავის პოვნა.

  აქტივობა  N 2                                                         3  წთ
   კითხვა-პასუხი         (ინდივიდუალირი)
1 რა  მიზანი ამოძრავებს  მგლებს? რა მიზანი აქვს  სტუმრობას?
2 საერთო მიზანი  როდია  სიკეთე, იგი  შეიძლება  უზნეობაც  იყოს.  დააკვირდით  ხროვის  საქციელს,  თარეშის  დაწყებამდე რატომ ათვალიერებენ  მგლები  ერთმანეთს?
3  სიბნელის  მოიმედე  მგლების  ხროვა სინათლეში  უძლური  აღმოჩნდა. მოძებნეთ  ტექსტში  დამადასტურებელი ადგილები?
 4  ,,გაცრუებული იმედები’’-რამ  შეუშალა მგლებს  ხელი?

აქტივობა  N 3                                                         
       T  დიაგრამა    (კლასი)                                  4 წთ
  მთვარის ასტროლოგიური მახასიათებლები-- მხატვრული სახე
  ( ასტრ.  მახას.  --უკვე  მოძიებული:დედამიწასთან  მარსის  ზომის  ობიექტის შეჯახების შედეგად ამოტყორცნილი  ნანსხვრევებისგან  შეიქმნა, ნილ ამსტრონგის  შემდეგ ბაზ ოლდრინი იყო  მეორე  ადამიანი,რომელმაც მთვარეზე  დადგა  ფეხი,  დედამიწის ერთადერთი  ბუნებრივი თანამგზავრია,  კვერცხის  ფორმისაა, ვხედავთ მხოლოდ ერთ მხარეს, ლურჯი მთვარე- თვეში ორჯერ შევსებული მთვარე... ლ. ალფენიძე..)
   B    ფაზა-სიღრმისეული  წვდომა

აქტივობა  N4
ვენის  დიაგრამა------ ტოტია- მგლების ხროვა     3 +6წთ 
    (წყვილებში  მუშაობა)



აქტივობა  N5
  ტოტია  ,,თანამოძმეთა’’მსხვერპლია. ოდესღაც  მათსავით ძლიერს, მაგრამ  ახლა უკვე ჯანგატეხილსა და  დაუძლურებულს კბილი გაუსვეს, ჯავრიც იყარეს და  შიმშილის  გრძნობა ნაწილობრივ  დაიკმაყოფილეს, ,,მგლურმა კანონმა’’ თანაგრძნობა, დანდობა,გატანა არ იცის.ხროვა ინსტიქტებით მოქმედებს,  ხახადაღებული მსხვერპლს დაეძებს,არას  დაგიდევთ  თავის  მოდგმასა და მის   ,, სახელიანობას’’.
         2წთ

 1  თხრობის  მრავალფეროვნებისა  და პერსონაჟთა  მხატვრული  სახის  შესაქმნელად  რა მხატვრულ საშუალებას  იყენებს  მწერალი?
  2  როგორ  ფიქრობთ, აღნიშნული  მხატვრული ხერხი მხოლოდ  თხრობის მრავალფეროვნებას ემსახურება,  თუ ამით მწერალი უფრო მნიშვნელოვანსა  და არსებითს  მიგვანიშნებს?

C  ფაზა-  რეფლექსია
აქტივობა    N6         5 –(3+3+3)წთ
 დეკარტის   კვადრატი   (წყვილებში)-სამი რიგი
(რენე დეკარტი- 16 ს ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი. ,,ვაზროვნებ, მაშასადამე  ვარსებობ“)

    რა იქნება,  თუ ეს  მოხდება?
  რა არ  იქნება,  თუ ეს არ მოხდება?
   (მარიტა, სოფიო, ტოტია)
ბრბოს  განაჩენი და მისი შედეგები სამივე  ნაწარმოების  მიხედვით. 
  
აქტივობა   N   7    შეჯამება: საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა  და შეფასება.       5წთ


 აქტივობა   N8

  საშინაო დავალება:  1 წთ
,, ძლიერი  ადამიანი  ის კი არ არის,  ვინც  კედელს ანგრევს,  არამედ  ის, ვინც პოულობს  კარს“.ჰეგელი.
 აქტივობა N   9                1წთ
შეფასება: განმსაზღვრელი  და  განმავითარებელი
.