Thursday, September 4, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

           ტრენინგის   მეოთხე დღეს  გავიხსენეთ  განვლილი მასალა,   წავიკითხეთ მე-2 მოდული,  ამავდროულად  შევასრულეთ  შესაბამისი დავალება,  დავათვალიერე კოლეგების ბლოგები,დავწერე  კომენტარები... ვისწავლე  ,,გამოხმაურება'.
წავიკითხე  სტივ  ჯობსის ,,სამი  ისტორია'' და  დავწერე  კომენტარი. დავათვალიერე  ჩემი ბლოგი. ამ აქტივობით  გავიგე ,  რომ  ბლოგები კომუნიკაციისა  და შეფასებებისთვის  იქმნება, ამავდროულად  ვაქვეყნებთ  ჩვენს  ნაშრომებს. განვიხილეთ სასწავლო  პროექტების  გეგმის  შაბლონი.   გავეცანით  პროექტების  სწავლების შინაარსსა (ნაბიჯი-5.)  და კომენტარების ,, შპარგალკას'', რომელიც ხუთი პუნქტისაგან შედგებოდა, თითოეული მათგანი  გასათვალისწინებელია  რეფლექსიების   წერის დროს,რათა  ჯეროვნად  გამოვხატოთ  ჩვენი  დამოკიდებულება  და შეხედულებები.
   საინტერესო  იყო  ინტელის  რესურსებში   განთავსებული  ბრეინშტორმინგის  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები,რაც გადავიტანეთ  ჩვენს  საქაღალდეში.
     ტრენერმა  შემდეგი  შეხვედრისთვის  მოგვცა  დავალება.

1 comment:

  1. მეოთხე დღის რეფლეფსიაში კარგად არის ასახული ყველა ის საკითხი, რომელიც ტრენინგის დროს განვიხილეთ და ვისწავლეთ.

    ReplyDelete