Tuesday, September 30, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს  მოვისმინეთ  მასწავლებლების  მიერ  მომზადებული  ,,მოსწავლის პრეზენტაცია''.  მრავალფეროვანი  და საინტერესო  იყო  თითოეული  მათგანი  არა მარტო  თემატიკით, არამედ  ტექნიკური  მხრივ,  ე. ი წარმოდგენილი  სლაიდებით.

ჩემი  აზრით, მიზანი, რომელიც  დაისახა  ტრენინგების  დაწყების  წინ  მიღწეულია.
გმადლობთ მრავალეროვანი  და საინტერესო  ტრენინგებისათვის.

Wednesday, September 24, 2014

მერვე დღის რეფლექსია

მეერვე დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ვისწავლეთ დრაივის საშუალებით საქაღალდეების ატვირთვა. გავეცანით ტესტების შედგენის ხერხებს.

Wednesday, September 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

     ვისწავლეთ  Google Draiv-ით მოსწავლის  პრეზენტაციის  ატვირთვა. პრეზენტაციის  ფაილი  უნდა  ავტვირთოთ  ბლოგზე. დავალება  რთული  იყო,  მაგრამ საინტერესო, შეძლებისდაგვარად  გავართვი თავი. მე-8  დღისთვის  ტრენერმა  მოგვცა  დავალებები.

Thursday, September 11, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

       გავხსენი ,,დათოს  ბლოგი",  მოვძებნე  ,,ინტელის  რესურსები''დაგანვიხილე  პროექტების  შეფასებები: 1.  მიმოხილვა...   2. სცადეთ, 3. შეფასების გეგმები, 4.შეფასების სტრატეგიები.
 გავეცანი მიზნებსა და ტიპებს განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას,სააზროვნო შეფაების გზებს, თუ რა კომპონენტებია აუცილებელი წარმატებული შეფასებისათვის.
განვიხილეთ დაწყებითი და საბაზო კლასებისთვის შეფასების გეგმები.
  შეფასებისთვის გამოიყენება ხუთი სტრატეგია. განვიხილეთ პროექტის პროდუქტები, დიზაინები, კონსტრუქციები, ესეებიმხატვრული ნამუშევრები, ბეჭდვითი მედია, მულტიმედია... ამავე ტრენინგზე განვიხილეთ პროექტების შეფასების რუბრიკა და ბუკლეტის შაბლონი.                      

Tuesday, September 9, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

                                               მეხუთე  დღის   რეფლექსია
     ტრენინგზე   განვიხილეთ   powerPoint-ით  მოსწავლის   პრეზენტაციის    ნიმუში, ვისწავლეთ  პრეზენტაციისათვის    საქაღალდის  შექმნა. განვიხილეთ 6  ნახატი:  1.  ცხრილის ჩასმა,   2 გრაფიკის  აგების  საშუალება, ავირჩიეთ  Pie - გამოვიდა  ორი  ფანჯარა-Excel.   ჩავწერეთ  დიაგრამა. 3  ვიმუშავეთ  ცხრილებზე. 4.Sample  pictures-სურათების  ჩასმა  პრეზენტაციისათვის.  ტრენერმა  მოგვცა  დავალება.  

Thursday, September 4, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

           ტრენინგის   მეოთხე დღეს  გავიხსენეთ  განვლილი მასალა,   წავიკითხეთ მე-2 მოდული,  ამავდროულად  შევასრულეთ  შესაბამისი დავალება,  დავათვალიერე კოლეგების ბლოგები,დავწერე  კომენტარები... ვისწავლე  ,,გამოხმაურება'.
წავიკითხე  სტივ  ჯობსის ,,სამი  ისტორია'' და  დავწერე  კომენტარი. დავათვალიერე  ჩემი ბლოგი. ამ აქტივობით  გავიგე ,  რომ  ბლოგები კომუნიკაციისა  და შეფასებებისთვის  იქმნება, ამავდროულად  ვაქვეყნებთ  ჩვენს  ნაშრომებს. განვიხილეთ სასწავლო  პროექტების  გეგმის  შაბლონი.   გავეცანით  პროექტების  სწავლების შინაარსსა (ნაბიჯი-5.)  და კომენტარების ,, შპარგალკას'', რომელიც ხუთი პუნქტისაგან შედგებოდა, თითოეული მათგანი  გასათვალისწინებელია  რეფლექსიების   წერის დროს,რათა  ჯეროვნად  გამოვხატოთ  ჩვენი  დამოკიდებულება  და შეხედულებები.
   საინტერესო  იყო  ინტელის  რესურსებში   განთავსებული  ბრეინშტორმინგის  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვები,რაც გადავიტანეთ  ჩვენს  საქაღალდეში.
     ტრენერმა  შემდეგი  შეხვედრისთვის  მოგვცა  დავალება.

Monday, September 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

           მესამე დღეს გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამის მოდულებს, ვისწავლე ახალი საქაღალდის გახსნა და მასში ინფორმაციის განთავსება. პორტფოლიოს "ჩეკლისტით" გადავამოწმე რა ინფორმაცია არის საქაღალდეში, ამავდროულად გავიგე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის შესახებ, თუ რა ხარისხის დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს ამ საქაღალდეში, როგორი უნდა იყოს ის შინაარსობრივად.

Friday, August 29, 2014

მეორე დღის რეფლექსია

         ტრენინგის მეორე დღეს გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამის ძირითად კურსს, 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს. ავირჩიე რამდენიმე უნარ-ჩვევა, რათა დამეგეგმა პროექტი და დავფიქრებულიყავი მისი განხორციელების გზებზე. ამ ტრეინინგზე გავხსენი ახალი ბლოგი სახელწოდებით ''შორენას ინტელ ბლოგი".

Monday, August 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

             პირველ  დღეს  გავეცანით ინტელის სასწავლო  პროგრამის  მიზანს,  სამუშაო  გეგმას, დავიყავით ჯგუფებად და დაიგეგმა  შეხვედრების  განრიგი.