Wednesday, May 29, 2019

სახელწოდება
აკ.წერეთლის „თორნიკე ერისთავი“ ( სიტყვაში გაცოცხლებული ისტორია )

შეფასების საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა  შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმა                                                                20.04.2018

სწავლების საფეხური
საბაზო

კლასი
VII

მასწავლებელი
ი. თედორაძე

მოსწავლეთა
რაოდენობა
26 მოსწავლე

განსაკუთრებული
საჭიროების მქონე
მოსწავლე
არ არის

გაკვეთილის მნიშვნე-
-ლობა და აქტუალობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ ხელს შეუწყობს:
ა) საინფორმაციო წიგნიერებას. ინფორმაციის  ეფექტურად და ეფექტიანად
მოპოვებას, შემოქმედებითად გამოყენებას;
ბ) ადამიანის უფლებებისა და პიროვნების პატვისცემის უნარის განვითარებას ( ტოლერანტობას)
გ) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას.

სასწავლო მიზნები
-         ტექსტში ასახული ფაქტებისა და მოვლენების ამოცნობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ახსნა და საანადო დასკვნის გამოტანა
- პერსონაჟის დახასიათება  მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
- ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება კითხვებზე პასსუხის გასაცემად
- საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენა, პარალელების გავლება სათანადო არგუმენტაციის მოხმობით.

მისაღწევი შედეგები
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:
1) პოემაში ასახული ისტორიული ფაქტების გააზრებას;
2) პერსონაჟთა დახასიათებას, ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას.
3) მოპოვებული ინფორმაციის დახარისხებას, პარალელის გავლებასა და |
საკუთარი შეხედულებების, მოსაზრებების არგუმენტირებას.







ესგ-სთან შესაბამისობა
მიმართულება : ზეპირმეტყველება
ქართ.
VII.5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
თხრობისას სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს: გადაჰყავს პირველ პირში მონათხრობი მესამე პირში.
მიმართულება : კითხვა
ქართ.VII .7 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება- გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა და ახსნა.
- ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ტექსტში ასახულ ფაქტებს,მოვლენებს შორის.
- გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე.
ქართ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება
სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
- ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟთა სახეების შექმნის ზოგიერთ ხერხს.( ავტორისეულ დახასიათებას, მეტყველებას, პორტრეტს, ინტერიერს )
- ამოიცნობს ენობრივ-გრამატიკულ კონსტრუქციებს, რომლებიც მსჯელობის შედეგს ასახავს. ( შეესაბამისად, დაბოლოს, ამგვარად)
- ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და განმარ
ავს მათ ფუნქციას ტექსტში

მოსწავლეთა წინარე ცოდნა
1) შესწავლილი აქვთ აკ.წერეთლის
ბიოგრაფია;
თორნიკე ერისთვის „ I; II; III: IV” კარის შინაარსი.
2)მოიძიეს ინფორმაცია მეათე საუკუნის   საქართველოს პოლიტიკური,კულტურული ვითარებისა და ჟენევის
კონვეციის შესახებ.
3) დაევალათ განსაზღვრულ დროში კლასგარეშე
ლიტერატურის გაცნობა, წაიკითხეს ნ.ლორთქიფანიძის „რაინდები“.
4) იცნობენ მხატვრულ ხერხებს: ეპითეტებს, შედარებას, ჰიპერბოლას, გაპიროვნებას, ფრაზეოლოგიზმებს და ა.შ



























გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებლისა და მოსწავლის აქტივობები
კლასის ორგანიზება, გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა.  2 წთ


აქტვივობა №1
- გონებრივი იერიში - 2 წთ.
                               979 
1) რით არის მნიშვნელოვანი ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში?
2) ვინ მართავდა იმ დროისთვის საქართველოს? ბიზანტიას?
3)რომელი  დეტალი გვიზუსტებს,  როდის,  რომელ ეპოქაში  ხდება  პოემაში  აღწერილი  ამ
ბავი?  4) რომელი  ეპოქის  ავტორი  წერს  პოემას?   რომელი  ეპოქა  იყო  უფრო  წარმატებუ
ლი: ის,რომელსაც  პოემა  ეძღვნება,  თუ  ის, რომელშიც  ეს  ნაწარმოები  დაიწერა?
ფაზა  A - გამოწვევა ( წინარე ცოდნის გააქტიურება )

აქტვივობა №2-  დააკავშირეთ-   5. წთ
- თქვებ უკვე ინცობს I, II , III კარის შინაარს. გავიხსენოთ ფაქტობრივი მასალა, შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა. თქვენ დარიგებული გაქვთ ბარათები, გაეცანით და დაუკავშირეთ აღნიშნულ სახელმწიფოებს ( დანართი №1 ) საქართველო  ----ბიზანტია
- ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით შეაფასეთ სახელმწიფოთა პოლიტიკური ვითარება.



აქტვივობა №3- T დიაგრამის შევსება.  4წთ.
( დანართი №2 )
აქტივობა №4- შეჯამება - მასწავლებელი -3 წთ.

ბრძოლა გარდაუვალია, რადგან საფრთხე არა მხოლოდ ბიზანტიას,
არამედ მთელ საქრისტიანოს ემუქრებოდა, რადგან ჰალისის  ბრძოლა  იყო  ბრძოლა  ისლა
მის დროშით ქრისტიანთა  წინააღმდეგ. სკლიაროსის  მომხრეები იყვნენ  სპარსები, სომხები..
 სომხებს  თავისი  მიზანი  ჰქონდათ .  ისინი  დაპყრობილნი  იყვნენ  ბიზანტიისაგან.მათ  შორის  იყო  როგორც  ეროვნული, ასევე  სარწმუნოებრივი  დაპირისპირება.  სკლიაროსმა ბრძოლით  გაიარა  ახლანდელი  ირანის  ანუ  სპარსეთის  ტერიტორია, გადავიდა  ახლანდელი  თურქეთის  ტერიტორიაზე .  როცა  იგი  ფიქრობდა, რომ  აიღებდა  სტამბულს , მაშინდელ
კონსტანტინეპოლს და  ამით  დამთავრდებოდა  ბიზანტიის  იმპერიის  არსებობა, სწორედ მაშინ   მოუწია  შესჯახებოდა  ქართველთა  ლაშქარს  თორნიკე  ერისთავის  მეთაურობით,
რომელიც  მას  ჩასაფრებული  დახვდა  მდინარე  ჰალისთან... თუ  ჰალისის  მდინარეს  გადალახავდა,  დაეცემოდა  საქრისტიანოს  ბურჯი.ქართველებმა  ბიზანტია  გადაარჩინეს
დაცემისაგან... ჰალისის ბრძოლა ერთმორწმუნე ქვეყნების   გამარჯვებით დასრულდა.

„კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა- ძალი!“ ამბობს
„ვეფხისტყაოსნის  “ პერსონაჟი ავთანდილი
   ამ შემთხვევაში ძლიერებამ ,  ერთსულოვნებამ  და ღვთის შემწეობამ განაპირობა  გამარ
ჯვება  და  ეს იყო 979 წ.
თარიღი 2 საკრალური ციფრის კომბინაციაა...
საკრალური- ანუ ღვთაებრივი, წმინდა რიცხვი...
უძველესი დროიდან ადამიანები რიცხვებს განსაკუთრებულ
 მნიშვნელობას ანიჭებდნენ. საკრალური რიცხვები ქრისტიანულ სიმბოლიკაშიც გვხვდება 3,7,9,12 ამბობენ, დაფარული კავშირია რიცხვებსა და ადამიანთა ბედ-იღბალს შორის.
7 საიდუმლო, 9 ნეატრება... 12 მოციქული ჰყავდა ქრისტეს, სამი  ჰიპოსტაზი...
. 404 აღნიშნავენ თანამედროვე ინგლისურ სლენგზე ადამიანს, რომელიც ვერასდროს ახერხებს შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.
ჰქონდა  კი  მაგიური  ძალა  ამ ციფრებს?..(თქვენ  როგორ  ფიქრობთ?)
ფაზა B - სიღრმისეული წვდომა
აქტვივობა №5- კითხვა- პასუხი 2 წთ.
1) რა შედეგი მოჰყვა ომს ?
2) „გათავდა ომი“ ასე იწყებს ავტორი მეექვსე თავს. ბრძოლის შემდგომ ეპიზოდში რომელმა პერსონაჟმა ან ეპიზოდმა მიიქცია თქვენი ყურადღება?
3)სახელისა და დიდების გარდა, რა სარგებლობა მოუტანა ბრძოლაში მოპოვებულმა გამარჯვებამ ქართველებს?

აქტვივობა №6-  წყვილებში მუშაობა. კლასი იყოფა 3 რიგად.  5 წთ.
,,ვაჟკაცს  რომ  ბედი  სხვას  დაამონებს’’...
I რიგი - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
( 1949 წ. 12 აგვისტოს ჟენევაში მღებული კონვენციების საფუძველზე) განსაზღვრავს ომის დროს მოქმედების წესებს, კერძოდ, იმას, თუ როგორ უნდა მოეპყრან ტყვეებსა და დაჭრილებს.
მოძებნეთ პოემის ტექსტში ადგილი, რომელიც ეხმინება ამ საერთაშორისო დოკუმენტს.
გაავლეთ პარალელი სხვა მხატვრულ ტექსტთან. გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება.
II რიგი . გამარაჯვების სანაცვლოდ მიღებულ საგანძურზე თორნიკეცა და მეფეც უარს აცხადე
ბენ. შემოდის ახალი პერსონაჟი გაბრიელ- სალოსი, რომელიც ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებას იღებს.
გაბრიელ სალოსი -,,ქრისტესთვის  სულელი’’...
 (ფსოქოლოგიური  პორტრეტი.)
დაახასიათებისას  გაითვალისწინეთ :საცხოვრებელი ადგილი;   გარეგნობა;
                           - ბერის ცხოვრების წესი;
                           - გადაწყვეტილება.

III რიგი                         „მითი და რეალობა“
   ათონი ( გეოგრაფიული მდებარეობა, მითოლოგია,  თქმულება,   ისტორია,
დღევანდელი ათონი, ათონის მთის სამონასტრო ცენტრები...)


აქტივობა №7 - პრეზენტაცია    15 წთ

აქტივობა №8 - ფირის ჩვენება „ათონის ივერთა მონასტერი“ – 3. წთ

აქტივობა №9 - ს/დ რუბრიკა „ჟურნალისტის ამპლუაში“ – 1 წთ

              RAFT
              წარმოიდგინეთ, რომ ხართ ჟურნალისტები,
              რა თემაზე მოამზადებდით სიუჟეტს.

აქტივობა№10 - შეფასება.  ( პრეზენტაცია, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა) (3წთ)
  დანართი №3




კლასის ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, მთელ კლასთან

შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი. შეფასდება მოსწავლეთა პრეზენტაცია, საგაკვაეთილო პროცესში ჩართულობა.

რესურსები
სასკოლო სახელმძღვანელო, დავალების რვეულები, ვიდეო მასალა, ნახატები, დაფა, ცარცი.









N
ქულები და
კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
4-6 ქულა
1-3 ქულა
1
თანამიმდევრული და ლოგიკური
საუბარი კონკრეტულ საკითხზე
სათქმელს გადმოსცემს
მკაფიოდ, ლოგიკურად და
თანმიმდევრულად ,
სწორად ამოიცნობს
მხატვრულ-გამომსახველობით
საშუალებებს
სათქმელს
გადმოსცემს მკაფიოდ
და თანმიმდევრულად
თუმცა ზოგჯერ მსჯელობას აკლია
დამაჯერებლობა.
ამოიცნობს მხატვრულ
გამომსახველობითი
ფორმების უმრავლესობას.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად, თუმცა მსჯელობას აკლია თანამიმდევრულობა და დამაჯერებლობა. |
ნაწილობრივგამოიცნობს  მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს.
უჭირს სათქმელის ნათლად და დამაჯერებლად გადმოცემა. უჭირს მხატვრული ხერხებისა და სხვა ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების
ამოცნობა
2
აუდიტორიის ფლობა
აუდიტორიასთან კონტაქტის
დასამყარებლად წარმატებით
იყენებს არავერბალურ
საშუალებებს.
ადევკატურად იყენებს
ზოგიერთ
არავერბალურ
საშუალებას
აუდიტორიასთან
კონტაქტის
დასამყარებლად
მეტნაკლებად ახერხებს
აუდიტორიასთან
კონტაქტის დამყარებას
ვერ ახერხებს
აუდიტორიასთან
კონტაქტის
გამყარებას.
3
გამართული და სწორი
მეტყველება
მეტყველებს გამართულად,
აქვს მდიდარი ლექსიკა და
შემოქმედებითად იყენებს
ენობრივ-გამომსახველობით
საშუალებებს.
გამართულად
მეტყველებს,
იყენებს მართებულ
სინტაქსურ და
გრამატიკულ
კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებეს.
მეტნაკლებად საუბრობს
გამართულად.
არ იცავს
მართლმეტყველების
ელემენტარულ
წესებს.
4
დროის ლიმიტის დაცვა
ზუსტად იცავს დროის
ლიმიტს
ნაწილობრივ იცავს
დროის ლიმიტს
მეტნაკლებად იცავს
დროის ლიმიტს
ვერ იცავს დროის
ლიმიტს
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა    (დანართი #3)




















საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის შეფასების რუბრიკა  (დანართი  #3)

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი 9-10
კარგი 7-8
საშუალო 4-6
სუსტი 1-3
აქტიური
მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილობს
 და ხშირად წარმართავს
კიდეც
საკლასო მსჯელობას.
ყოველთვის
მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად ან საერთოდ
არ მონაწილეობს
გამართული და
სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს;
აქვს მდიდარი ლექსიკა
და შემოქმედებითად
იყენებს ენობრივ-გამომსა-
-ხველობით საშუალებებს.
გამართულად
მეტყველებს; იყენებს
მართებულ
 სინტაქსურ
და გრამატიკულ
კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს;
მეტნაკლებად
გამართულად
საუბრობს
არ იცავს მართლმეტყვე-
-ლების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართუ-
-ლად საუბარი.
საკუთარი აზრის
დასაბუთებულად
წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად
და არგუმენტირებულად
წარმოადგენს თავის
მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის
ასაბუთებს საკუთარ
მოსაზრებას
ხშირად ახერხებს საკუთარი
აზრის დასაბუთებას
ხშირად ვერ ასაბუთებს
საკუთარ აზრს
სხვისი აზრის მიმართ
პატივისცემის
დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ
მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით;
კორექტულია და ამჟღავნებს
სხვისი აზრის მიმართ
პატივისცემას,მაშინაც კი,
როცა არ ეთანხმება მას.
უსმენს სხვებს და
საკუთარ მოსაზრებას
გამოთქვამს
მოსმენილზე
დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას.
არ უსმენს სხვებს;
არ აცდის სხვას
საუბრის დამთავრებას.

დ            

დანართი 1
                                            საქართველო
                                      1) „გარე მტერი დათრგუნვილი
შუღლს მათ ვეღარ უბედავდა
და შინაგან მშვიდობასაც
ვინ იყო, რომ ვერ ხედავდა?

2) ორი დიდი მონაპოვარი,
                 რომელსაც, ავტორმა „მადლი  ზენა“შუღლსმათვეღარუბედავდა
დაშინაგანმშვიდობასაც
ვინიყო, რომვერხედავდა?
უწოდა.

3)“მოყვარულად მოყვრის მიმღები,
მტრისა დამცემი ზარისა“.

4)“ჭირში მაგრსა არ უყვარს
სუსტად მოდრეკა ქედისა!“

5) „საქვეყნოდ დამნახვებელი
ქვეყნიურ სასწაულისა“...                                                           

6) კაცსა კაცად აფასებდნენ
ადიდებდნენ ღმერთსა ღმერთად
7) „თვინიერ საქმის,
სიტყვით ლოცვა, უწყით, მკვდარ არსო?
...
და ეს ძღვენია კეთილი საქმე,
ქრისტიანობის სვეტიცხოველი“

8) „და არ თუ გარეშე მტერი
შინაურებიც ჰბრიყვობენ.
ჰგლეჯენ მას ნაწილ-ნაწილად
და ერთმანეთში იყოფენ!“
9) „სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა,
არ დავიჯერებ, რომ ახლა
თვითონ ჩავარდეს ის ბნელსა!“

10) „ორად გააპო სამეფო
აოხრებს ნახევარსაო“

11) იჩაგვრის ძველი ლომიო“...

,,გრიგოლ და ბაგრატ თანა ჰყავს,
ორი ძმა თარონელიო,
მოქის თავადიც აქ არის,
აფრანიკ, სომეხთ გმირიო“...


12) ვინ იფიქრებდა იმ დროში
ამ ხალხის დამცირებასა
ისე, რომ მით მიიღებოდა
ბოლო მათ ნატერაბასა?

13) ,,ბევრი შესწირა მან მსხვბერპლი
ქრისტიანობის სახელსა
და ვერ გაწირავს მას ღმერთი,
გამოუგზავნის დამხსნელსა“.
14) მოხუცი თუ  ახალგაზრდა,
ერისკაცი  თუ  სამღვდელო,
ყველა  ერთმხრივ  მიიწევდა,
ერთი ჰქონდა  ყველას  ლელო!






დანართი  #2        T   დიაგრამა
---  საქართველო                                                          ----    ბიზანტია
*    სახელგანთქმული                                                       *  განსაცდელში  მყოფი
*   ძლიერი                                                                        *  შინააშლილობით,  შუღლით  გახლეჩილი
*   ხორციელი  და  სულიერი სიკეთით  აღავლენენ     *სიხარბისა   და ამპარტავნობის  მსხვერპლი
ღვთის      მსახურებას.
*ქარველობა  განასახიერებს  ზნეობრივ  სიჯანსაღეს          *ნდობას  უცხადებენ  ქართველებს
*   დამხმარე                                                                     * უკუღმა  დატრიალებული  ცხოვრების  ჩარხი
*ერთიანი                                                                              ,,ორად  გაპობილი“...












No comments:

Post a Comment