Wednesday, May 29, 2019


     სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის
   ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებელი  იამზე  თედორაძე
                                         (სამოდელო გაკვეთილი)
15. 05  2019
აკ. წერეთლის   ,,ბაში -აჩუკი“
(ჩემი  განსაცდელი  რა  სახსენებელია..)
გაკვეთილის   თემა
სწავლების საფეხური, კლასი
 საბაზო  საფეხური:  V 111-  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
28   მოსწავლე,სსსმ მოსწავლე არ არის
ინტეგრირებული საგნები
საქართველოს ისტორია
ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის მეთოდი
თანამშრომლობითი
კლასის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა
გაკვეთილის დროითი ჩარჩო
   45  წთ.
გამოსაკითხი მასალა
  აკ. წერეთლის  ,,ბაში -აჩუკი’’   ( 1-5  თავი )
წინარე  ცოდნა
  მოსწავლეებმა  იციან  ისტორიული  ფაქტის  შესახებ, რომელიც  საფუძვლად  უდევს      ,,ბაში აჩუკის’’ სიუჟეტს. წაიკითხეს  ილია  ჭავჭავაძის  ,,ერი და  ისტორია“,  აკ. ბაქრაძის ,,მეცხრამეტე  საუკუნე’’, მოიძიეს  ინფორმაცია  კახეთის  მხსნელ  გმირებზე,  შუამთის მონასტრის, ალავერდისა  და  ბახტრიონის ციხეციმაგრის  შესახებ.

საკითხის აქტუალობა
         საქართველო   დამოუკიდებლობის მოპოვების   დღიდან  გამოწვევების  წინაშე  დგას,რომლებიც  თავიდანვე  ჩვენი  ჩრდილოელი  მეზობლისგან  მომდინარეობდა.
     დღეს,  XXI საუკუნეში, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,  რუსეთი აქტიურად ცდილობს მცოცავი ოკუპაცის გზით საქართველოს  ტერიტორიების  მისაკუთრებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვას.
  რუსეთის  სამხედრო  აგრესიის  შედეგად  დაზიანდა კულტურული  მემკვიდრეობა.
   ქვეყნის  ძლიერების  გარანტი  ერთიანობა  და  ეროვნულ   ფასეულობათა  დაცვაა.  ქვეყანა  ორიენტირებული  უნდა  იყოს  საკუთარ  რესურსებზე,  მნიშვნელოვანია  მამულიშვილთა  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ადეკვატური   ქმედება,  საქართველოს რესპუბლიკის ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია.
      მე-17 საუკუნეში  საკენკით  მოტყუებული საქართველო ითხოვდა  შველას,  მე-19 ს.  შარბათით მთვრალი  მხსნელის მოლოდიში იყო  და დღეს...  ,, ქვანიც  კი  ღაღადებენ“  ,,სამშობლოს არვის წავართმევთ,  ჩვენც ნუვინ  შეგვეცილება...’’
        ისტორია  და ლიტერატურა  ერის  სულს  წვრთნის  და აყალიბებს,   გვიჩვენებს  არსებობის ჭეშმარიტ  გზას, გვასწავლის   მოყვრულად  მოსული  მტრის   მიმართ             ,,სიფრთხილესა’’  და ,, სიფხიზლეს.’’  გვავალებს  ეროვნული  იდენტობის  დაცვას.
გაკვეთილის მიზნები
1  ტექსტში აღწერილი  ისტორიული, ავტორისა  და  თანამედროვე  ეპოქაში საერთო  პრობლემების იდენტიფიცირება   სათანადო  არგუმენტებისა  და  ციტატების  მოხმობით;
2  მხატვრული  საშუალებების  ამოცნობა  და მათი  დანიშნულების  განსაზღვრა;
3 პერსონაჟთა  ხასიათის თვისებებისა   და  მოქმედების   მოტივაციის  განსაზღვრა, ფსიქოლოგიური პორტრეტის  შექმნა.
მთავარი კითხვა

1რატომ არის  მნიშვნელოვანი  ჩვენი  წარსულის  შესწავლა?
 2  როგორ  გვეხმარება  ლიტერატურა  ისტორიული სინამდვილისა  და მწერლის  გამონაგონის  გარჩევაში?
განსავითარებელი უნარები

* ისტორიული დროის გაგება და ეპოქის განცდა;
* სქემების,ცხრილების შექმნა და  გამოყენება;
*ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
*მსჯელობის, ანალიზის და კრიტიკული  აზროვნების უნარების განვითარება;
* თანამშრომლობის,კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
ესგ -თ განსაზღვრული სტანდარტი
                                         ქართული
  ქართ.  V111. 5 მოსწავლეს  შეუძლია  გაიაზროს, გააანალიზოს  და  შეაფასოს  ტექსტები,  რომლებიც  შეიცავს  გარკვეულ  თვალსაზრისს  ან  მსჯელობას  კონკრეტულ  საკითხზე.                 
ქართ.  V111.  6  მოსწავლეს  სეუძლია  გააანალიზოს  ტექსტის  შესაბამისობა  კონკრეტულ  მიზანსა  და  აუდიტორიასთან.
     ქართ.  V111 7. მოსწავლეს  შეუძლია  ნაწარმოების მნიშვნელოვანი  ასპექტების  გაანალიზება.
ქართ.  V111.8  მოსწავლეს  შეუძლია  კითხვის  მიძნის  შესაბამისი  სტრატეგიების  გამოყენება.

                                           ისტორია
                           ისტორია
     ისტ.V111.1.  მოსწავლეს  შეუძლია  დააკავშიროს  ფაქტები  და  მოვლენები  შესაბამის  ისტორიულ  ეპოქებთან.
     ისტ.V111. 6  მოსწავლეს  შეუძლია  შეისწავლოს  კონფლიქტების  მიზეზები,  განვითარება  და  შედეგები.
          ისტ.V111.8 მოსწავლეს  შეუძლია  ახსნას  სახელმწიფოში  მმართველობის  ფორმისა  და  პოლიტიკური  რეჟიმის  ურთიერთკავშირი.
       ისტ.V111. 13  მოსწავლეს  შეუძლია  მსჯელობა  პოლიტიკური  და  ეკონომიკური  პროცესებით  გამოწვეულ  სოციალურ  ცვლილებებზე.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლე  გაკვეთილის ბოლოს შეძლებს:
*მოძიებული ინფორმაციის დახარისხებას;
*მსჯელობას, როგორ ერწყმის ერთმანეთს ფაქტი და მწერლის გამონაგონი ისტორიულ თემაზე შეთხზულ ნაწარმოებში;
*მსჯელობას პერსონაჟთა მოქმედების მოტივაციაზე;
*პრობლემათა იდენტიფიცირებას;
*საკუთარი მოსაზრებების ,შეხედულებების, ემოციების თავისუფლად გადმოცემას,რაც მათ დაეხმარება ისტორიულ პირთა მიმართ თავიანთი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში;
* მხატრული საშუალებების დანიშნულების   განსაზღვრას ;
* ურთიერთანამშრომლობას,კომუნიკაციასა და პრეზენტაციას, დასკვნების გამოტანას,აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებასა და დროის ლიმიტის დაცვას.
 შეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი (  რუბრიკა თან ერთვის :1მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა;  2.პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა; 3.გაკვეთი- ლის ბოლოს მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა)
სასწავლო რესურსები
PPT სლაიდები, სახელმძღვანელო-ქართული ენა და ლიტერატურა (ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი, ა.არაბული, მ.ხუციშვილი. 2012“სწავლანი“)
დაფა,ცარცი, ფლიფჩარტი, პროექტორი, ნოუთბუქი, ეკრანი, ბარათები, ფურცლები, მარკერი.
გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობები,დრო)
            A      ფაზა -გამოწვევა (წინარე ცოდნის გააქტიურება)              


საორგანიზაციო საკითხები:აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.           1 წთ.

აქტივობა  N 1---------------3  წთ.
 ასოციაციური  რუკა- თანამედროვე  გერმანელი ფილოსოფოსი  კურტ  ჰიუბნერი  წერს: ,, ერს  განსაზღვრავს  მისი  ისტორია. ისტორია ერის  ვინაობის  ისეთივე  მკაფიო  გამოხატულებაა,  როგორსაც წარმოადგენს ცალკეული  ადამიანის  ვინაობისთვის    მისი  ბიოგრაფია...ერი  თავისი  ისტორიის  ქმნილებაა“
   როგორ  სწავლობენ  წარსულს?    განსაზღვრეთ  ისტორიის   რაობა,   დანიშნულება. 
     
                              ი ს ტ ო რ ი ა

  აქტივობა  N 2    ------------       3  წთ.
  ,,ჩემი  განსაცდელი  რა  სახსენებელია    მაშინ,   როდესაც  მთელი  საქრისტიანო  განსაცდელშია  ჩავარდნილი?!’’-  ამბობს  მოთხრობის  მთავარი  გმირი.  რა  განსაცდელის  წინაშე  დადგა  საქრისტიანო?
     ისტორიული  ფაქტი  ---მოსწავლეები  გაიხსენებენ  ეპოქას.

                                                                                 
      აქტივობა  N 3

ვიდეო  ბახტრიონის  ბრძოლა ----  5 წთ.
      რა  სტრატეგიული  დანიშნულება  ჰქონდა  ალავერდისა  და  ბახტრიონის  ციხესიმაგრეებს?

  
       აქტივობა  N 4     ------   კითხვა-პასუხი   8 წთ
                 
1  რისი  სიმბოლო  შეიძლება  იყოს  არაგვი  ექსპოზიციურ  ნაწილში?    თუ  იგი  უბრალოდ  ფონია,  რომ  ზაალის  ციხე- დარბაზი  ,,ჩასვას“ ავტორმა  ამ პეიზაჟში?
  2  რა  ისტორიული რეალობა  აისახა  კირილეს  ,,ჩვენებაში’’?
  3  რა  დატვირთვა  აქვს  კირილეს  ,,ჩვენებაში’’  წმინდა  გიორგის  სახეს?
   4   რა  ფუნქცია  ენიჭება  კირილე მღვდლის  სიზმარს  ნაწარმოების  სიუჟეტის  განვითარებაში?როგორ  ფიქრობთ, ახდება  თუ არა  ეს  სიზმარი? ( რა გაძლევთ  ამგვარი  ფიქრის  საბაბს?)
  5 ,, წყლის  მოტანილი შეშა  წმინდა  იქნება  და  წმინდა  საქმესაც  უნდა  მოხმარდეს’’-’  ამბობს  კირილე.  რას  გულისხმობს   წმინდა  საქმეში  მღვდელი?
   6   ადიდებულ  არაგვს  ფაფანაკგადაგდებული  იმერელი  გადმოლახავს.  როგორია  ზაალ  არაგვის  ერისთავის  თავდაპირველი  დამოკიდებულება მხედრისადმი?
  7  ზაალისა  და  მხედრის  დიალოგის  მიხედვით  როგორ  დაახასიათებთ   მხედარს? რა  მიზნით  ესტუმრა  ერისთავს?
   8.  ვინ  აღმოჩნდება  ვიღაც  იმერელი?
   9.პერსონაჟი, რომელიც  ხან  წაღმა  ხნავს  და  ხან  უკუღმა  ფარცხავს?

10. ანდაზა  ან ხატოვანი  გამონათქვამი, რომელიც  ძალიან  მოგეწონათ.

   B    ფაზა-სიღრმისეული წვდომა         7 წთ.

აქტივობა  N5           წვილებში    3წთ+4წთ
      პრობლემა-- სიმპტომი---გადაწყვეტილება
        პრობლემა ---,,-ქვეყანამ  საფრთხეში  შეტოპა’’


აქტივობა    N6-----------------------10 წთ   ( წყვილებში)
     ცხრილის  შევსება-------- --    +,   -,  V- მიჭირს პასუხის  გაცემა.

  კრიტიკულ ლიტერატურაში  აღნიშნულია, რომ  მე-17 საუკუნის საქართველოში   შექმნილ  ვითარებაზე  საუბრისას   აკაკი  არსებითად  თავის  თანამედროვეობას   აღწერდა. ეთანხმებით  თუ არა  ამ  თვალსაზრისს?





         
აკ. წერეთლის  ,,ბაში- აჩუკი“’



მე- 17 საუკუნე

მე-19 საუკუნე


დღეს
1.         შაჰ- აბასმა  ულუსები  გადმოასახლა,  ათასობით  ქართველი  გადაასახლა  სპარსეთში.



2.         საქართველო  დასავლეთ-აღმოსავლეთის  გზა და ხიდი;




3.         საქართველო- ნატვრისთვალი;




4.         რჯული  და  ეროვნება   ქართველობას  ერთმანეთზე გადაუბამს;




5.         სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ  პატარა ხერხს  გააქვს  და  გამოაქვსო---ფიქრობდა  დამპყრობელი;



6.         შაჰ- აბასმა  ქართველობას  რისხვა  წყალობად  შეუცვალა;




7.         კუჭმა  გულს  სძლია, სულმა ხორცს  დაუთმო და  ქვეყანამ  საფრთხეში  შეტოპა;



8.         ადვილად  გამდიდრებული   ქართველები  მიეცნენ  მცონარობას;





9.         ვინც  ქართველობას  არ  ივიწყებდა, ის იჩაგრებოდა;





10.       აღმოსავლეთ  საქართველო  ნახევრად   გათათრდა;






11.       შემოვიდა  ხალხში  სპარსული  ზნე;




12.       ენა  შეიბღალა,  დიდ  ოჯახებში  ქართულად  ლაპარაკი  ერცხვინებოდათ;





13.       წირვა- ლოცვისა  და  გალობის  კილო  შეიცვალა;
14.       სპარსელების  გასაკიცხი  შეიქნა  ოდესმე  სახელგანთქმული  ქართველობა;




15.       საკენკით  მოტყუებული  და ალერსით  თვალახვეული  კახეთი;




16.       ნათესავი  ნათესავს  აღარ  ზოგავდა;




17.       სამშობლოს  მოჭირნახულე თავისიანებსავე  არ  მოსწონდათ და  უკიჟინებდნენ;




18.       პატიოსანი  ხალხი  შრომის  ოფლს  ღვრიდა;








 19.  ქართველს  ქართველობა  აღარ ეტყობოდა!   ქართველი ქართველზე მეზვერეობდა....



20.       ქვეყნის  ჭირისუფალი  მზად  იყო  კვარივით  ანთებულიყო, უცდიდა მხოლოდ  ნაპერწკალს,  საიდანმე  მონაკვესს!






პირობითი  ნიშნები:       ..+’’,       ,,-‘’,      ,, V’’--თავი შევიკავე



აქტივობა N7
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შფასება  2  წთ.

  

 C  ფაზა -  რეფლექსია     დრო   5    წთ.

აქტივობა  N 8
გასასვლელი ბილეთები
ინდივიდუალურად აჯამებენ და აფასებენ გაკვეთილს.

  



აქტივობა N 9     1  წთ
საშინაო დავალება  

.,, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყნის  პური  მირჩევნია’’( ბიძინა  ჩოლოყაშვილის  დახასიათება)




შემაჯამებელი კითხვები
 1  ვისზეა   ნათქვამი:,,პოლიტიკაში  პოეტობდა  და  პოეზიაში  პოლიტიკოცობდა?  რა  არჩევანის  წინაშე  დადგა აღნიშნული  პერსონაჟი?
 
____________________________________________________________________________________ _____________________
    2.როგორ ფიქრობთ,  მიიღო  თუ     არა    თეიმურაზ პირველმა   სწორი  გადაწყვეტილება?    ( პასუხი  დაასაბუთე)              
___________________
_______  
    3  როგორც  ვიცით,  ბიძინა  ჩოლოყაშვილი  ისტორიული  პერსონაჟია .ტექსტის  მიხედვით  ჯანდიერის  სტუმრობის  შემდეგ  რა  გადაწყვეტილებას  იღებს ახმეტის  მებატონე   და  რატომ?
__________________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________

როგორ შეაფასებდით დღევანდელ გაკვეთილს .    შემოხაზეთ ერთი რიცხვი                                   1    2    3    4    5    6    7    8    9     10
  რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?_________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________________________________
 რა კითხვა დაგრჩათ პასუხგაუცემელი? __________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________________________________
როგორ შეაფასებდით თქვენს მონაწილეობას  საგაკვეთილო პროცესში? დაასაბუთეთ
 შემოხაზეთ ერთი რიცხვი                                                                                                                                 1    2    3    4     5     6     7     8    9    10.
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________


No comments:

Post a Comment