Monday, June 3, 2019






                                სასწავლო რესურსი
შოთა რუსთაველი - ,,ვეფხისტყაისანი’’ (გაიხსენეთ ეპიზოდი ქაჯეთის ციხის აღების შემდგ..) 
1. რა უძღვნა მელიქ-სურხავს ტარიელმა?
2. რა აჩუქა ტარიელმა ფატმანს?
3. ვის აჩუქა ტარიელმა დევების საგანძური?
 4. რა შეუთვალა ტარიელმა როსტევანს, როცა არაბეთის საზღვარს მიუახლოვდნენ?
 5. რა შეიტყვეს ინდოეთში მისულმა ტარიელმა და ნესტანმა ფარსადანის შესახებ?
 6. ვის დაეპყრო ინდოეთი მათი იქ არყოფნის დროს?
 7. რა სთხოვა რამაზმა ტარიელს?
 8. ვინ გახდა ინდოეთის მეფე?
9. როგორ მოექცა ტარიელი სიტყვის გამტეხ რამაზ მეფეს?
10. რა გაატანა ნესტანმა ავთანდილს თინათინთან საჩუქრად?

პასუხები:
1. მტერს ვძლიე, ქაჯეთიდან მომყავს ჩემი მზე და მსურს, პატივით გიხილოო.  
2. ქაჯთა სამეფო
3. ქაჯეთიდან წამოღებული საგანძური
4. მოვდივარ, მომყავს ჩემი მზე და ავთანდილიო
 5. ფარსადანი გარდაცვლილიყო.
6. რამაზ მეფეს
 7. მე და ჩემი დიდებულები დაგვხოცე და ლაშქარს ნურას დაუშავებო
8. ტარიელი
9. აპატია დანაშაული და ისე გაისტუმრა ხატაეთში.
10. ყაბაჩა და რიდე.




განმანათლებლები
განმარტეთ სიტყვები:
 1. სვიანი -
2. გათნევთ -
3. ფარმანი -
4. შიმშერი -
 5. ყანდი -
 6. ნა -
7. სპა -
8. მაშვრალი
- 9. ტაიჭი -
10. პატიჟი -
11. ეჯიბი -
12. ხვაშიადი -
13. ღარიბი -
14. მააზატე -
15. სახმილი -
 16. საჭურჭლე -
17. ფლასი -
18. საყე - 1
19. ეჯი -
20. კაეშანი -

პასუხები
1. ბედნიერი  
2. გეპირფერებით
3. უვნებლობის საბუთი
4. ხმალი
5. ტკბილეული
6. ლერწამი
7. ჯარი
 8. დაღლილი
9. ცხენი  
10. ტანჯვა
11. სასახლის მსახური
12. გულის ნადები
13. სამშობლოდან გადახვეწილი
14. თავისუფლება მომეცი
15. ცეცხლი
16. განძეულობა
17. სამგლოვიარო ტანსაცმელი
18. ჯოხი
19. ერთი დღის სავალი გზა
20. სევდა



შოთა რუსთაველი ,, ვეფხისტყაოსანი
’ 1. რომელი ორი ვარაუდი გამოთქვა მეფემ ნესტანის ვინაობის შესახებ?
2. ვიზე დანიშნეს ნესტანი?
 3. როდის სჭირდება ყველაზე მეტად ადამიანს გონიერება?
4. როგორ გამოაპარეს ხადუმებმა ნესტანი?
5. როგორ დაეხმარა ფატმანი ნესტანს?
 6. რას ემუქრებოდა ჭაშნაგირი ფატმანს?
 7. ვისგან შეიტყო ფატმანმა ნესტანის ამბავი მისიი გაპარვის შემდეგ?
 8. ვინ მართავდა ქაჯეთს მათი მეფის გარდაცვალების შემდეგ?
 9. რა ერქვათ ქაჯთა სამეფოს მცირეწლოვან უფლისწულებს?
10. ვინ გადაწყვიტა სამეკობროდ წასვლა?

პასუხები :
1. ან მიჯნურია და თავის საყვარელზე ფიქრობს, ან მაღლად მხედი ბრძენია და სხვაგანაა მისი გონება.
2. მეფის ვაჟზე, რომელიც იმ დროს სალაშქროდ იყო წასული.
3. გაჭირვების დროს.
4. ერთ-ერთმა თავისი ტანსაცმელი ჩააცვა.
 5. ცხენი მისცა და გააპარა.
6. ჭაშნაგირი ეტყოდა მელიქ-სურხავს, რომ ნესტანი ფატმანმა გააპარა, რის გამოც მას მძიმე სასჯელი ელოდა.
 7. ქაჯეთში მცხოვრები მონისგან.
 8. მეფის და-დულარდუხტი.
 9. როსანი და როდია.
10. ქაჯთა სამეფოს დიდებულმა - როშაქმა.