Monday, June 3, 2019


   სასწავლო პროექტის  გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
იამზე თედორაძე
რაიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სკოლა
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის N 3 საჯარო
ქალაქი
ფოთი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ქართული  ენის  დღისადმი  მიძღვნილი  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ხმათა ხავერდებიდ და ღმერთების ენა“
თემის შინაარსი
ა) მოსწავლეები გაეცნენ ქართული დამწერლობის წარმოშობის ვერსიებს;
) მოიძიეს ინფორმაცია და მოამზადეს პრეზენტაციები ქართული ენისა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების  შესახებ;
გ) მოიძიეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, სიმღერები, ბრძნული გამონათქვამები;
დ) მოპოვებული ინფიორმაციისა და რესურსის გამოყენებით დაიწერა მხატვრული მონტაჟი, სცენარი ღონოსძიებისთვის.
ე) მუსიკალური გაფორმებისთვის მომზადდა ქართული ხალხური ცეკვები (ქართული, მთიულური, ხორუმი, ლაზური);
ვ) მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები, ვიდეო რგოლი, „სურვილების ხე“, სააქტო დარბაზის გასაფორმებლად დეკორაციები.

საგანი          (საგანთა  შორის  კავშირი)
ქართული ენა და ლიტერატურა  (ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, ისტი)
დონე/კლასი  
სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
განხორციელების დროის ჩარჩო
თებერვალი- აპრილი (2014-2015 სასწავლო წელი)
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ქართ. IX. 11 მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის                         გათვალისწინებით.

·         წერისას ითვალისწინებს აუდიტორიის ასაკობრივ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებს.

ქართ.   IX.   12      მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

·         ადეკვატურად ასახავს ნაწერსი ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელ არავერბალურ ელემენტებს შესაბამისი საშუალებებით.

ქართ. XI. 1  მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს არ\ცევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით.

ქართ. XI. 4 მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინასე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე მასალას საპრეზენტაციოდ.

 ქართ. XII. 4 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პერეზენტაციისათვის.

·         პრეზენტაციის სინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნისვნელოვან აზრს წარმოთქვამს ნელა ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს.
                    
ქართ.    XII.    10  მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

·         მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან, ისტ. წყაროებიდან, პრესიდან და სხვ.)
·         ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.

                  



პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და  ღირებულებების  მიმართ საკუთარი  პასუხისმგებლობის გააზრება;  შემოქმედებითი  და  თანამშრომლობითი, კომუნიკაციის  უნარ-ჩვევის  განვითარება;  საინფორმაციო  სივრცეში  ორიენტაციისა  და  დამოუკიდებელი  სწავლის,ტრანსფერის  უნარ- ჩვევის  განვითარება.მოსწავლეთათვის  კითხვის  (მეტყველების) კულტურის გამომუშავება;( სწორი  ინტონაციებით კითხვა, პოეტური ფრაზის  ემოციურად  აღქმისა და გადმოცემის  ჩვევების  ჩამოყალიბება);  ინფორმაციის მოძიების,  დახარისხების. მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების შეჯერების უნარ-ჩვევის გამომუშავება; მოსწავლეთა მოტივირება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
განსაზღვრეთ ენის  რაობა  და დანიშნულება?
რატომ   აქვს  ენას  სახელმწიფო  სტატუსი?
თემატური კითხვები

რატომ განსაზღვრავს ენა ერის  თვითმყოფადობას?
მსოფლიოში  რამდენი ენა  და დამწერლობაა?  მათ შორის ქართული  ენის ადგილი  და  მნიშვნელობა.
შინაარსობრივი კითხვები

ვის სახელს  უკავშირდება  ქართული დამწერლობის  შექმნა?რა იცით ქართული ენის   წერილობითი ძეგლების  შესახებ?  ვინ  იყვნენ ქართული  ენის  ქომაგნი და  მისი ღირსების  დამცველნი?რატომ არის   ენა   ჩვენი იდენტობის  გარანტი? ვინ უძღვნა საგალობლები  და ლექსები ქართულ ენას?  რატომ აღნიშნავს  ქართველი  ერი  ენის დღეს  14  აპრილს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











გონებრივი იერიში


K-W-H-L სქემა



3 ; 2; 1

ფორმატი




ჩანაწერების ჟურნალი






შეკითხვების დასმა



მოკლე ჩანაწერები




თვითშეფაება

პრეზენტაციის რუბრიკა



მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების შეჯერებული ვარიანტი


თვითშეფასების რუბრიკა
ღონისძიება




კედლის გაზეთები, მოსწავლეების მიერ დამზადებული დეკორაციები სააქტო დარბაზისთვის , ვიდეო რგოლი, „სურვილის ხე“,
ფოტო-ვიდეო მასალა.


შეფასების რუბრიკა-   
ა)გამართული და სწორი მეტყველება (2ქ), ბ)ხმისადა ინტონაციის საშუალებით  სათქმელის ზუსტად გადმოცემა (2ქ), გ)კონტაქტი აუდიტორიასთან (2 ქ), დ)ორგანიზებულობა (2ქ),
ე)თანამშრომლობა (2ქ).



შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლას. დავალება სრულდება მოსწავლეთა მოთხოვნილებებისა და  მათი შესაძლებლობების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენასა  და რეალიზებას, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის ჩვევების განვითარებას. პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ კრიტიკულად გააანალიზონ თავიანთი შესაძლებლობები, განსაზღვრონ პრიორიტეტები, შეადგინონ სამუშაოს შესასრულებლად დროში გაწერილი გეგმა და მართონ პროცესი ამ გეგმის განსახორციელებლად.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა;
·         შემოქმედებითი უნარ-ჩვევა;
·         ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევა;
·         გუნდურად და დამოიკიდებლად მუშობის უნარ-ჩვევა.
სასწავლო პროცედურები
 
აქტივობა 1.    მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
მასწავლებელი სვამს კითხვებს. გონებრივი იერიშის საშუალებით მოსწავლეებს  ექმნებათ წარმოდგენა  სამუშაო თემაზე. 
  აქტივობა 2.  მოსწავლეების მიერ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება;
 წინარე ცოდნაზე დაყრდნობით  ავსებენ  K-W-H-L სქემის  პირველ სამ  გრაფას , რათა გამოვლინდეს მათი დამოკიდებულება საკითხის ირგვლივ.
  აქტივობა 3. ოგანიზაციული საკითხები (ჯგუფების შექმნა, ფუნქციების განაწილება, კონკრეტული დავალებების მიცემა) ;
  აქტივობა 4. მუშაობის დაწყება ;
ეცნობიან ტექსტუალურ მასალას, იყენებენ დამხმარე ლიტერატურას. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს  უნაწილდებათ დავალებები.  ემზადებოდნენ  ღონისძიებისთვის: მუშაობდნენ  მახტვრულ კითხვასა და მეტყველების კულტურის დახვეწაზე, სისტემატურად განსაზღვულ დროში ესწრებოდნენ რეპეტიციებს. 
  აქტივობა 5. პრეზენტაცია (ღონისძიება);
 აქტივობა 6. შესრულებული სამუშაოს შეჯამება.




ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალებირ
  1. ქართული ენის ისტორია, პროფ. ტ ფუტკარაძის  საერთო საერთო რედაქციით, ქუთაისი, 2006;
  2. ბ. ჯორბენაძე, ქართული სალიტერატურო ენა, წიგნში:- ქართული დიალექტოლოგია, თბილისი, 1989;
  3. არნ. ჩიქობავა, ქართული ენის ზოგადი დახასიათება, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, I, თბილისი 1950;
  4. მ სუხიშვილი, ჩვენი დედა , ცვენი ენა, ჩვენი ლექსი - ქათული, „ქართული ენა და ლიტ. სკოლაში“, N4, 1986;
  5. გალაკტიონ ტაბიძე, ასი ლექსი და ...,“ინტელექტი, თბილისი, 2005;
  6. მუხრან მაჭავარიანი, ყოველი ტოტი და ტოტის ტოტი, „ჯალი“, თბილისი,1999;
  7. სამება,  მერანი“, თბილისი, 1991;
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


                                                     

                                                                                                  რეფლექსია  
        2014-2015 სასწავლო წელს ამირჩიეს  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელად. სასწავლო წლის დასაწყისში შევიმუშავე კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი აქტივობა იყო კლუბური მუშაობის წარმართვა.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრასთან არსებული კლუბი „მთიების“ წევრებთან შეთანხმებით  განსაზღვრულ დროში დავგეგმეთ ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღბდნენ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
კლუბის წევრების ინიციატივითა და ჩემი ხელმძღვანელობით შევიმუშავეთ ღონისძიების სამოქმედო გეგმა. მოსწავლეები მონდომებითა და პასუხიმგებლობით მოეკიდნენ შესასრულებელ სამუშაო დავალებას. ჩემი მიზანი იყო არა მარტო სამეცნიერო, ლიტერატურული, მხატვრული კითხვის სტრატეგიების დაუფლება და ცოდნის გაღრმავება არამედ თანამშრომლობის ურთიერთპატივისცემის, ორგანიზებულობის (რეპეტიციებზე დასწრების) უნარ ცვევის გამომუშავება. პროექტზზე მუსაობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს ის უნარ- ცვევები, რომლებიც აკმაყოფილებსეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს :
·         პასუხიმგებლობის გაზიარება მუსაობის პროცესში;
·         დროის და სამუშაო დატვირთვის  ეფექტური განკარგვა;
·         უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება;
·         გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (პუნქტუალობა და სანდოობა);
·         ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
·         შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში;
·         ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, სემოქმედებითად გამოყენება;
·         მოსწავლეთათვის კითხვის (მეტყველების) კულტურის გამომუშავება, სწორი ინტონაციით კითხვა, პოეტური ფრაზის ემოციურად აღქმა და გადმოცემა.


        მოსწავლეებმა გააცნობიერეს თუ რაოდენ ძვირფასი და ღირებულია წინაპართა მონაპოვარი მსობლიური ენა. ქართული ენა ქართველთა ერთობისა და  სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია, მისი სიწმინდე ხელშეუხებელი უნდა იყოს. ქართული ენა ჩვენი იდენტობის გარანტია.




No comments:

Post a Comment